სუფთა სკოლა
Monday, May 6, 2024
Saturday, July 29, 2023
პროექტი "სუფთა სკოლა"
სათაური :“ სუფთა სკოლა „
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იზრუნეს გარემოს დაცვაზე და უსაფთხოებაზე. გარემოს დაცვა მსოფლიოში აქტუალური
პრობლემაა დღეს,ყველამ უნდა გაიაზროს,რომ სუფთა გარემო,ჩვენი და ჩვენი
შთამომავლების ჯანსაღი მომავალია.პროექტის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნენ და
გაიაზრეს,თუ რა საფთხეს იწვევს დაბინძურებული გარემო,დაათვალიერეს მათ ირგვლივ
მიმდებარე ტერიტორია და ჩაატარეს მონიტორინგი რამოდენიმე კვირის განმავლობაში.
შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა რა ღონისძიებები იქნებოდა გატარებული სუფთა გარემოს
შესაქმნელად.
მოსწავლეთა ასაკობრივი დიაპაზონი
12-13 წელი
მოსწავლეთა სავარაუდო რაოდენობა
20-22
საგანი ან საგნების ჩამონათვალი
ინგლისური
ენა,მათემატიკა,ისტი
მიზნები:
მოსწავლეებმა გააცნობიერეს სუფთა გარემოს მნიშვნელობა რომელშიც ისინი
იმყოფებიან, აგრეთვე გაიაზრეს გარემოს დაბინძურების შედეგად გამოწვეული შედეგები .გამოუმუშავდათ კომუნიკაციის,თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.
სამუშაო პროცესი
აქტივობა N 1(მარტი)
მოსწავლეებს ვესაუბრე გარემოს დანაგვიანების შესახებ . შევიმუშავე სამუაო გეგმა, შევქმენით საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდნენ აქტიური მოსწავლეები და ყველა ჯგუფის წევრებმა გადაინაწილეს ფუნქციები. მოსწავლეებმა შექმნეს ცხრილები და დიაგრამები სადაც შეიტანენ მონიტორინგის შედეგები.
აქტივობა N 2 (აპრილი -მაისი )
ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია წარიმართა
შემდეგ კითხვებზე:
- თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს გარემოს დანაგვიანებას ადამიანისათვის?
როგორ ფიქრობთ, ვისი მოქმედების შედეგად ბინძურდება გარემო?
არის თუ არა შესაძლებელი თავიდან ავიცილოთ ჰაერის წყლის და საერთოდ გარემოს დანაგვიანება?
- არის თუ არა გარემოს დანაგვიანება საყოველთაო პრობლემა?
- პირადად შენ რა შეგიძლია გააკეთო ამის თავიდან ასაცილებლად?
- როგორ გგონია, არის თუ არა გარემოს დაცვა შენი მოვალეობა?
აქტივობა N 3 აპრილი
მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერერები და დაარიგეს სკოლის მოსწავლეებთან
.
დაამზადეს გამაფრთხილებელი ნიშნები და გააკრეს სკოლის
მიმდებარე ტერიტორიაზე.
სკოლის ეზოში ძველი საბურავებისაგან და პლასტმასის
ბოთლებისაგან გაალამაზეს სკვერი.
აქტივობა N 4 ( აპრილი- მაისი)
დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამართეს ფლეშმობი.
აქტივოვობა N 5 აპრილი
ბლოგის შექმნა
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა აღნიშნულ თემასთან
დაკავშირებით.შეძლეს ინფორმაციის მოძიება და დახარისხება,საკუთარი აზრის
არგუმენტირება და სხვისი აზრის პატივისცემა.გაუფრთხილდნენ გარემოს რომელშიც
იმყოფებიან.
.jpg)



















